„თავისუფალი საქართველოს“ განცხადება

პარტია „თავისუფალი საქართველო“ პარლამენტს საკომიტეტო მოსმენის ჩანიშვნის მოთხოვნით მიმართავს. მოსმენის აუცილებლობას კახა კუკავა პროკურატურის მიერ ამ დრომდე გაუხსნელი საქმეებით ხსნის. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონება მხოლოდ მმართველი გუნდის ახლობლებს დაუბრუნდათ. აქციაზე, რომელიც თბილისის პროკურატურასთან გაიმართა, წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული მოქალაქეც იყო, რომელსაც, როგორც თავად ყვება, წინა ხელისუფლების დროს დიდი რაოდენობის თანხა და ქონება ჩამოართვეს. დაზარალებული ელენე ჩიტუაშვილი ე.წ. რეკეტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვას სდებს ბრალს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მოთხოვნას ეხმაურება. თამარ ჩუგოშვილი პროკურატურის ანგარიშის მოსმენის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა კონკრეტულ ვადას ვერ ასახელებს.