უმრავლესობიდან წასული დეპუტატების გეგმები

უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა პარლამენტში, შესაძლოა, ორი ახალი ფრაქცია შექმნან. ამის შესახებ მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს შორის კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.

ცალკე ფრაქციის შექმნას აპირებს ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. ცნობილია ისიც, რომ პარლამენტში სავარაუდოდ, დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს საქმიანობას მარიამ ჯაში.

დატოვე კომენტარი