განცხადებები ოპოზიცია-ხელისუფლების დიალოგზე 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე მოლაპარაკებაზე აუციელებელია კომპრომისის მიღწევა.

პარლამენტის ვიცე სპიკერი არ აკონკრეტებს, ექნება თუ არა ხვალინდელ მოლაპარაკებაზე რაიმე შეთავაზება უმრავლესობას. საკითხს უმრავლესობიდან გასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილიც ეხმაურება. ის იმედოვნებს, რომ მხარეები მოკლე დროში შეძლებენ შეთანხმების მიღწევას.

მორიგი განცხადება გააკეთა დაგეგმილ მოლაპარაკებაზე დღეს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმაც.