გენდერული საბჭოს წევრების ანგარიში

საქართველოში ქალების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მათ ეკონომიკურ მდგომარეობას და დასაქმებას უკავშირდება,-ამის შესახებ საუბარია გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფების მიერ მომზადებულ ორ ანგარიშში.

დოკუმენტების პრეზენტაციაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი სიტყვით გამოვიდნენ.

გენდერული თანასწორობის წევრების განმარტებით, ჩატარებული მოკვლევის მიზანია, პარლამენტმა მთავრობასთან ერთად გაატაროს ისეთი რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებს გენდერული თანასწორობის საბჭო შესასრულებლად მთავრობას გადაუგზავნის.