უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა თანამდებობა დატოვა

უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო თანამდებობები დატოვა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.

ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.