ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით, დამატებითი მტკიცებულებებით და ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სახალხო დამცველს მიმართა. გაბუნია ნინო ლომჯარიას საქმეზე დროულ რეაგირებას და შესაბამისი დასკვნის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
დიმიტრი გაბუნია ასევე მოპასუხე მხარეს მისი და ზვიად დევდარიანის სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სარჩელის ფორმა სასამართლოს მიერ იქნა მოთხოვნილი. მისივე განმარტებით, მათ საქმეში აქვთ მიმოწერები, რომლითაც ე.წ. მსხვერპლზე დაინტერესებული მხარე ზეწოლას ახდენს.
დიმიტრი გაბუნიას თქმით, კვირის ბოლოს საქმის მასალების ნაწილს გაასაჯაროებენ.