სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა

როგორია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა – ამ მიმართულებით პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინეს. ლევან იოსელიანმა კანონმდებლებს გასული წლის მონაცემები გააცნო. მისი განმარტებით, დოკუმენტი ნინო ლომჯარიას მიერაა მომზადებული და მასში ცვლილებები არ შეუტანია.

დოკუმენტი ადამიანის უფლებების კუთხით ყველა სფეროს მოიცავს და მათ შორის ყურადღება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე და სასმართლოში არსებულ პრობლემაზე მახვილდება.