საკანონმდებლო ორგანოში დღეს ნინო ლომჯარიას გამოსვლას ელოდებიან. სახალხო დამცველი დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. ომბუდსმენი იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე გეგმავს საუბარს, რომლებიც გასულ წელს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გამოიკვეთა. სახალხო დამცველის საქმიანობას დადებითად აფასებს ოპოზიციის ნაწილი. დეპუტატების გარკვეული ნაწილი კი ფიქრობს, რომ საუბარი რეალურად მნიშვნელოვან საკითხებს არ შეეხება. მსგავსი მოლოდინია მმართველ გუნდშიც.