ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა

ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას – პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს სამი კანდიდატი წარდგა. მათ შორის ორი, – გიორგი ბურჯანაძე და ანა აბაშიძე, – მესამე სექტორის მიერ არის წარდგენილი და ოპოზიციის ნაწილის ღია მხარდაჭერით სარგებლობს. დაისვა მწვავე კითხვებიც. მმართველი გუნდის წევრების შეკითხვები ძირითადად ომბუდსმენის როლს და სახალხო დამცველის მანდატის განხორციელების დროს შერჩევით მიდგომებს ეხებოდა. გიორგი ბურჯანაძეს, როგოც სახალხო დამცველის მოადგილეს, ჰკითხეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ბოლო ერთ წელში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებზეც. ომბუდსმენობის კანდიდატებს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით დღევანდელი მდგომარეობის წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებაც სთხოვეს.