სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტში

მადლობა ოპოზიციისგან და მწვავე კრიტიკა მმართველი გუნდიდან – არჩევიდან ხუთი წლის შემდეგ ნინო ლომჯარია პარლამენტს ბოლო ანგარიშით მიმართავს.

გამოსვლა ხმაურიანი განცხადებების და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. მწვავე შეკითხვების ავტორები ძირითადად მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მმართველი გუნდის წევრებმა ომბუდსმენს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული ყველა კრიტიკული განცხადება გაახსენეს და პოლიტიკური ინტერესებით პოზიციონირებაში დასდეს ბრალი, ლომჯარიას ახსნა-განმარტება მოსთხოვეს იმ ცნობილ კომენტარზეც, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე სანქციების საკითხს ეხებოდა და რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდება ამოიკითხა. საკმაოდ მძიმე შეფასებები მოჰყვა სახალხო დამცველის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ ბოლო სარჩელსაც, რომელშიც ომბუდსმენი მართლმადიდებლურ ეკლესიას ტაძრების მიმდებარე მიწის ნაკვეთების მფლობელობას ედავება.

მანანა დევაძე ადევნებს თვალს ნინო ლომჯარიას ხმაურიან გამოსვლას.