ნინო ლომჯარიას ახალი გაერთიანება

ყოფილმა სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა. დღესვე გაიმართა საჯარო ღონისძიება – „ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის“. ღონისძიებაზე საზოგადოებას ნინო ლომჯარიამ, გია დვალმა, ნიკოლოზ რაჭველმა, ნინო ხარატიშვილმა, ნიკოლოზ ალექსიძემ, კახა გოგოლაშვილმა და რევაზ ბოჭორიშვილმა მიმართეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვეა დარჩენილი და ამ პროცესისთვის საზოგადოების მტკიცე და გააზრებული პოზიცია უმნიშვნელოვანესია.