ლომჯარია სახაროვის პრემიაზე - პოლიტიკური შეფასებები

უმცირესობების, მიხეილ სააკაშვილის და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის აღიარება თუ პოლიტიკური ტრამპლინის შეთავაზება – ყოფილი სახალხო დამცველის სახაროვის პრემიაზე წარდგენა თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა ხდება. ნინო ლომჯარიას ნომინირებას ევროპარლამენტის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრები სხვადასხვა სფეროში ყოფილი ომბუდსმენის საქმიანობას უკავშირებენ, თუმცა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ქვეტექსტებზე მიანიშნებენ.