სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლო „ტვ პირველისა“ და „ტვ პირველის“ ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ დედაქალაქის მერის სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს. როგორც კახა კალაძის წარმომადგენელმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან და დღესვე აპირებენ მტკიცებულებების გამოკვლევას.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმის მცირე მოცულობიდან გამომდინარე, განხილვა დღესვე დასრულდეს. გაბუნიას განცხადებით, მაია მამულაშვილმა მერი კორუფციაში დაადანაშაულა და წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში ეთერში თქვა, რომ კახა კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. კალაძე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვს მოპასუხეებისთვის.