ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა. ლაშა გოგია ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს.
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს“,- წერს ლაშა გოგია. ის ამჟამად პრაღაში, სამუშაო მივლინებაში იმყოფება.
ლაშა გოგია ზუგდიდის მერად 2017 წლის 22 ოქტომბერს აირჩიეს.