სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 94 სკოლა რეაბილიტირდა

94 რეაბილიტირებული სკოლით ხვდება ახალ სასწავლო წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი. გუბერნატორმა და ზუგდიდის მერმა დარჩელის N1 საჯარო სკოლა დაათვალიერეს.

სკოლას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო კლასები, ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი.

სკოლა 120 წლისაა, ხოლო შენობა 1964 წელს არის აშენებული. სულ რეგიონში ნაწილობრივი ან სრული რეაბილიტაცია 94 სკოლას ჩაუტარდა.