ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა

გიორგი გახარიას გუნდსა და მმართველ პარტიას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ამჯერად მიზეზი ზუგდიდის არჩეული მერია.

გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა. ქალაქის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა საკუთარი ნაბიჯი პირადი გადაწყვეტილებით ახსნა და ვინმეს მხრიდან იძულება გამორიცხა.

2019 წლის ივნისში არჩეული ექს-მერი ექს-პრემიერთან ახლო ურთიერთობას არ უარყოფს, თუმცა ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე მისი გეგმები პოლიტიკას არ უკავშირდება. განმარტებების მიუხედავად, გახარიას თანაგუნდელები დარწმუნებულები არიან, რომ შენგელიას თანამდებობა იძულებით დაატოვებინეს. ზუგდიდის მერის გადადგომას წინ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების მოადგილეების წასვლა უძღოდა.

 

დატოვე კომენტარი