პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციას პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილი შეუერთდა. მათი სახელით განცხადება დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.
განცხადება გააკეთა ზაზა სარალიძემაც. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია 25 ნოემბერს დააანონსა. სარალიძემ მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.