ზაზა სარალიძე 25 ნოემბერს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს

18:19, 19.11.2018

პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციას პანკისის ხეობის მცხოვრებლების ნაწილი შეუერთდა. მათი სახელით განცხადება დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

განცხადება გააკეთა ზაზა სარალიძემაც. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია 25 ნოემბერს დააანონსა. სარალიძემ მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მსგავსი