თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია მაისის თვეში ჩატარებული განმეორებითი შემოწმების შედეგებს აქვეყნებს.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ექსპლოატაციის წესების დარღვევით დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი აკრძალული გამათბობელი ქსელიდან 3800-ზე მეტ აბონენტს ჩაუჭრეს.
კომპანიის ინფორმაციით, ყველაზე მეტი დარღვევა სამგორის რაიონში დაფიქსირდა – 900-მდე შემთხვევა. ასევე, ყაზტრანსგაზის ცნობით, ამ აბონენეტებს აკრძალული გამათბობელები აქამდეც არაერთხელ ჩაუჭრეს, თუმცა მოქალაქეები თვითნებურად აერთებენ მათ გაზის ქსელზე, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ ოჯახებს, ისე მეზობლებს. აბონენეტების ნაწილი კი შემოწმებაზე მისულ ჯგუფებთან არ თანამშრომლობს.