უბედური შემთხვევა თბილისში

რატომ არ ჰქონდა შემოწმებული „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ბინა, სადაც დღეს ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა კუსტარულად დამონტაჟებულმა წლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

ბინაში მხუთავი აირი დაგროვდა, შედეგად, ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს ერთი დაღუპული დახვდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ აცხადებენ, რომ გეგმიური შემოწმებისას მათ წარმომადგენლებს ბინა დაკეტილი დახვდათ. მესაკუთრე კი მას აქირავებდა. კომპანიაში ამბობენ, რომ რამდენჯერმე სცადეს მესაკუთრესთან დაკავშირება, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომელიც ქირაობს ბინას, მიმართოს ცხელ ხაზს და გადაამოწმოს საცხოვრებელში დამონტაჟებული ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობელები.