სასამართლოს გადაწყვეტილება

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საუბარია დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ პირებზე. მოსამართლემ თორნიკე ტატიშვილსა და ვაზირ მამადიანს 4-4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის ერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.