„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადება

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, კომპანიის სპეციალისტებმა 2019 წლის მარტში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული ღიაკამერიანი 2 915 ბუნებრივი აირის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

„ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღიაკამერიანი ბუნებრივი აირის გამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისი“კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღიაკამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისევე თქვენი მეზობლებისთვის“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“.

კომპანიის ინფორმაციით, მარტის თვეში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში ჩაიხსნა, სადაც დაფიქსირდა 585 შემთხვევა; ჩუღურეთში 430 შემთხვევა და სანზონაში 332 შემთხვევა.