უბედური შემთხვევა თბილისში

მხუთავ აირს შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წინასწარი ვერსიით, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი უბედური შემთხვევა კუსტარულად დამონტაჟებულ წყლის გამათბობელს უკავშირდება, რის გამოც სახლში ბუნებრივი აირის ნამწვი დაგროვდა.

როგორც ირკვევა, ბინაში, სადაც ცხედრები იპოვეს, ერთი წლის წინ ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო გამათბობელი გაზის მილიდან საერთოდ ჩაჭრეს.

გახშირებული ტრაგედიების ფონზე ენერგეტიკოსები საკანონმდებლო ხარვეზებზე მიუთითებენ და რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ, რასაც მერიასა და „ყაზტრანსგაზშიც“ ეთანხმებიან.

არ არის გამორიცხული, რომ გაზის დანადგარის თვითნებურ მონტაჟსა და უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე ჯარიმები დაწესდეს, მომავალში კი ბუნებრივი აირის მოწყობილობების დამონტაჟება სპეციალურ კომპანიებს დაევალოთ.