დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმე

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლები მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

პროცესზე თორნიკე ტატიშვილის და ვაზელ მამადიანის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელეს.

დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატების პოზიციას არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე.

როგორც სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, არსებობს ბრალდებულების მხრიდან როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.