„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადება

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აბონენტების განმეორებითი შემოწმება დაიწყეს, რომლებსაც ერთხელ უკვე ჩაუჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული და ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები.

აღმოჩნდა, რომ მათ დიდ ნაწილს, ქსელიდან გათიშვის შემდეგ, კვლავ თვითნებურად ჰქონდათ მიერთებული აკრძალული დანადგარები, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარი ოჯახის  წევრებს, ისე მეზობლებს. არ ითვალისწინებენ სპეციალისტების რეკომენდაციებს და კვლავ კუსტარულად აერთებენ ღია კამერიან წყლის დანადგარებს, რომლის საცხოვრებელ ფართში მოხმარება კატეგორიულად აკრძალულია.

ყოველი თვის ბოლოს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ თვის სტატისტიკასაც ავრცელებს დედაქალაქის  უბნების მიხედვით. მაგალითად, აპრილის მონაცემებით დარღვევის ყველაზე მეტი სამგორის, ჩუღურეთის და სანზონის რაიონებში დაფიქსირდა.