„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას სიფრთხილისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. კომპანიის ინფორმაციით, 2018 წელს სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი ჩაჭრეს.
ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში, კვლავ დახვდათ, გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი მოწყობილობები.
კომპანიაში აცახდებენ, რომ კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული დანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და სახიფათოა.