8 მაისს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. მოეწყო პირველადი დახმარების მასტერკლასები, ბავშვთა ფსიქოსოციალური თამაშები და ასევე მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წითელი ჯვრის საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინათ.
ღონისძიების ფარგლებში, ქართველი და უკრაინელი ბავშვების მიერ დამზადებული ტკბილეულიც გაიყიდა. საქართველოს წითელი ჯვარი ქვეყნის მასშტაბით უკვე 100 წელზე მეტია, რაც ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევა.