წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში ამ კუთხით მესამე ადგილზეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყოველდღიურად წითელას 15-დან 25-მდე შემთხვევა ფიქსირდება. მაღალი მაჩვენებელია თბილისში, რის შემდეგაც მოდის საქართველოს რეგიონები: იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე ქვეყანაში წითელას 31 072 შემთხვევა დასტურდება. სპეციალისტები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ გაიარონ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც ყველა კლინიკაში უფასოა.