ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებში კოვიდვაქცინის დამატებითი დოზით აცრის რეკომენდაციას იძლევა. ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში, მესამე დოზა აუცილებელია. განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აიცრნენ „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“. მათი თქმით, შედეგებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში ჩინური ვაქცინების ორი დოზა არ იძლევა შესაბამის შედეგს, ხოლო დამატებითი დოზა ვირუსის წინააღმდეგ ძლიერ იმუნურ ფონს ქმნის.