ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადება

კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, მსოფლიო „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში რთულად მოპოვებული წარმატებების დაკარგვის საფრთხის წინაშეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
ამასთან, ჯანმო აცხადებს, რომ ავტორიზებული ვაქცინები კორონავირუსის წინააღმდეგ კვლავ ეფექტიანი რჩება. ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ოთხ კვირაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოს უმეტეს რეგიონებში 80%-ით გაიზარდა.
„დელტა“ ვარიანტი გამოვლენილია 132 ქვეყანაში და მსოფლიოში დომინანტური შტამი ხდება.
თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტების თქმით, „დელტა“ ვარიანტი უხანში გამოვლენილ შტამთან შედარებით 50%-ით უფრო გადამდებია.