WHO-ს გენერალური დირექტორის განცხადება

„კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს –  აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი. მისივე თქმით, ვაქცინის არსებული მარაგი საკმარისია იმისთვის, რომ 2022 წლის პირველი ნახევრისთვის მსოფლიო მოსახლეობის ზრდასრული ნაწილი სრულად აიცრას, ასევე, ვაქცინის მარაგი საკმარისია რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების „ბუსტერ“ დოზით აცრისთვის.​