„კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი. მისივე თქმით, ვაქცინის არსებული მარაგი საკმარისია იმისთვის, რომ 2022 წლის პირველი ნახევრისთვის მსოფლიო მოსახლეობის ზრდასრული ნაწილი სრულად აიცრას, ასევე, ვაქცინის მარაგი საკმარისია რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების „ბუსტერ“ დოზით აცრისთვის.