შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან

18:27, 10.10.2024

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე, საერთაშორისო ექსპერტებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიცირების სტატუსის მინიჭების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობაზე. მიმდინარე თვეს დაგეგმილია ჯანმო-ს მისია, რომელიც საბოლოო შეფასებას ჩაატარებს. ექსპერტების მიერ დადებითი შეფასების შემთხვევაში საქართველო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

მსგავსი