სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

12:25, 04.11.2024

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. იმუნიზაცია ოთხკომპონენტიანი პრეპარატით მიმდინარეობს. ის ჯანმოს რეკომენდებული ვაქცინებიდან ერთ-ერთია. აცრა პირველ ეტაპზე უკვე ჩაუტარდა რისკჯგუფებს. ამ დროისთვის აცრილია 37 ათასზე მეტი მოქალაქე. პროცესი მედიკამენტის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის ასაკიდან არის შესაძლებელი.

 

მსგავსი