ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეისუსი​ს განცხადებით, ამ დროისთვის 75 ქვეყანაში 16 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.