„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეისუსის განცხადებით, ამ დროისთვის 75 ქვეყანაში 16 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.