ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება

სეზონური ვირუსებით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი და „კოვიდ 19“-ის საფრთხეები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის პრეზიდენტმა გააკეთა და ადამიანებს ნიღბების ტარებისკენ მოუწოდა.

ტედროს გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის მომატებული. მაგალითისთვის გასული თვის ბოლოს 28 დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 52 პროცენტით გაიზარდა. განცხადებაში გებრეიესუსი სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაზარდონ წვდომა კორონავირუსის ტესტებსა და ვაქცინებზე.