ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

„ომიკრონის“ გავრცელების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს საზოგადოებას სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ. „გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა. შეერთებულ შტატებში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი დომინანტურად გამოცხადდა. შემთხვევების 73 პროცენტი, დადასტურებულად ვირუსის „ომიკრონ“ ვარიანტია. რიკების შესამცირებლად ქვეყნების ნაწილმა სამოგზაურო და სხვა სახის შეზღუდვები უკვე დააწესა, მათ შორის საფრანგეთმა და გერმანიამ. ნიდერლანდებში საშობაო პერიოდში მკაცრი ლოკდაუნი გამოცხადდა. საახალწლო ღონისძიება გაუქმდა ლონდონშიც.