წავკისში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.
ორ პირს დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან, მესამეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის მოტივი მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი გახდა.
22 დეკემბერს, წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს.
მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ორი პირი მოკლეს, ორი კი დაჭრეს.
სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.