ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში

18:40, 30.07.2022

ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში – მდინარე სუფსაში სატვირთო ავტომანქანა გადავარდა. ის ფოთიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შემთხვევის დროს მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა და ის მდინარიდან მაშველებმა და მეთევზეებმა ამოიყვანეს.

ახალგაზრდა მამაკაცი ჰყვება, რომ წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად დაამუხრუჭა, რის გამოც დაშავებულმა საჭე ვერ დაიმორჩილა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი