ვითარება ყაზახეთში

2 იანვარს, გაზის ტარიფის ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების, არეულობისა და დაპირისპირების შემდეგ, ყაზახეთში ისევ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. დაკავებულია 6 000-ზე მეტი ადამიანი, ყაზახი სამართალდამცველები ქუჩებში პატრულირებასა და ეჭვმიტანილთა ძიებას განაგრძობენ. ისმის სროლის ხმაც. დათხოვნილი მთავრობა, 212 მილიონის ზარალი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ეგიდით განთავსებული რუსი სამშვიდობოები – ასეთია დღევანდელი რეალობა. დღეს ასევე ცნობილი გახდა ოფიციალური მონაცემები დაღუპულთა შესახებ. ყაზახეთში დაპირისპირებას 164 ადამიანი ემსხვერპლა. 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.