ვითარება ყაზახეთში

ყაზახეთში ვითარება სტაბილურდება. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნიდან „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება და 10 დღეში დასრულდება. მისივე თქმით, ორგანიზაციის „სამშვიდობო ძალების ძირითადი მისია წარმატებულად დასრულდა“. თოყაევის თქმითვე, ქვეყანაში „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა და ამჟამად ყაზახეთში მდგომარეობა სტაბილურია“. ყაზახეთის პრეზიდენტმა ალიხან სმაილოვის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის განკარგულებას მოაწერა ხელი. მანამდე, მეჯლისმა სმაილოვის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირა.

ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობების დროს დაკავებულია თითქმის რვა ათასი ადამიანი. გარდაცვლილია 164 პირი, მათ შორის 17 ძალოვანია.