რუსეთი ყაზახეთში ჯარების შეყვანას განაგრძობს

რუსეთს ყაზახეთში ჯარები გადაჰყავს. ეს პროცესი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ საშუალებით ხორციელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ „ივანოვსკის საჰაერო-სადესანტო ძალების და 45-ე ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბრიგადის ქვედანაყოფების გადაყვანა გრძელდება“. მითითებული ინფორმაციით, გადასროლა მოსკოვისა და ივანოვსკის მხარეებიდან ალმათისა და ჟეტიგენის აეროდრომებზე ხორციელდება. გარდა ამისა, რუსულმა დანაყოფებმა ალმათის აეროდრომზე წვრთნებიც დაიწყეს, რომლის მიზანი საგანგებო სიტუაციების პრევენციაა.