რუსეთს ყაზახეთში ჯარები გადაჰყავს. ეს პროცესი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ საშუალებით ხორციელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ „ივანოვსკის საჰაერო-სადესანტო ძალების და 45-ე ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბრიგადის ქვედანაყოფების გადაყვანა გრძელდება“. მითითებული ინფორმაციით, გადასროლა მოსკოვისა და ივანოვსკისმხარეებიდანალმათისა და ჟეტიგენის აეროდრომებზე ხორციელდება. გარდა ამისა, რუსულმა დანაყოფებმა ალმათის აეროდრომზე წვრთნებიც დაიწყეს, რომლის მიზანი საგანგებო სიტუაციების პრევენციაა.