გადადებული ფრენები ყაზახეთის მიმართულებით

ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით ავიარეისები კვლავ ვერ სრულდება. საერთაშორისო აეროპორტიდან რეისი ატირაუს მიმართულებით ორი დღეა არ შესრულებულა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფრენების შეჩერება ყაზახეთში არსებული ვითარებას უკავშირდება. ყაზახური ავიაკომპანიის წარმომადგენელი კომენტარს მედიასთან კვლავ არ აკეთებს. ყაზახეთის მიმართულებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლო რეისი სამი დღის წინ შესრულდა.