ვითარება ყაზახეთში

ყაზახეთში ვითარება ამჟამად შედარებით სტაბილურია – მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ყველა დიდ ქალაქში სამხედრო ბლოკპოსტებია შექმნილი. ყაზახეთის მთავრობა ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვაში გარეშე ძალებს ადანაშაულებს, მოსახლეობა კი ხელისუფლებას სდებს ბრალს.

პარალელურად, დასავლეთში შეშფოთებას გამოთქვამენ ყაზახეთში შექმნილი ვითარების გამო და აცხადებენ, რომ მათთვის გაურკვეველია, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას კონტროლის ხელში ასაღებად, გარეშე ძალის დახმარება.