უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ  საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. რეჟიმი ძალაში შუაღამიდან შევიდა და 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს. საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივით, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიმართა. აღნიშნული რეჟიმი ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს საჭიროების შემთხვევაში, შემოიღოს კომენდანტის საათი, სამართალდამცველები კი  სამოქალაქო პირების ჩხრეკასა და შემოწმებას შეძლებენ. ასევე შესაძლებელი ხდება გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს ციფრულ და რადიო საკომუნიკაციო სერვისებზე, რომლის საშუალებითაც, ხელისუფლების მოსაზრებით, შესაძლოა, წამქეზებლური მოწოდებები გავრცელდეს. ასევე საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, სამხედრო პირებს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა არ ექნებათ.