საგანგებო მდგომარეობა უზბეკეთში

უზბეკეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი ნუქუსში გამართული საპროტესტო აქცია გახდა, რომელიც ხელისუფლების მიტაცების მცდელობად შეფასდა. ავტონომიური რეგიონის მოსახლეობამ მსვლელობა პირველ ივლისს, უზბეკეთის კონსტიტუციის ახალი პროექტის გამოქვეყნების შემდეგ მოაწყო, რომლის თანახმადაც, უქმდება კარაკალპაკსტანის სუვერენული სტატუსი და რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოსვლის უფლება. კარაკალპაკსტანის რეგიონი ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს იკავებს, თუმცა იქ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 7%, 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ამ დროისთვის, ავტონომიურ რეგიონში ინტერნეტი და კავშირგაბმულობა შეფერხებით ფუნქციონირებს. ადგილობრივებს ინტერნეტსივრცეში ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელების საშუალება აღარ აქვს. ქალაქ ნუქუსში შესასვლელი გადაკეტილია. საზღვარი დაიხურა ავტონომიურ რეგიონთანაც.