ვითარება ყაზახეთში 

ყაზახეთის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მასობრივი შეტაკებების შედეგად არის მსხვერპლი როგორც მომიტინგეებს, ასევე სამართალდამცავებს შორის. დაკავებულია 3 000-მდე მოქალაქე. სამთავრობო შენობებზე მიტანილი შტურმის შემდეგ ხელისუფლებამ სიდიდით მეორე ქალაქ ალმათიში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. სწორედ ალმათია ახლა დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი. დემონსტრანტებს ისევ დაკავებული აქვთ სამთავრობო შენობების ნაწილი, დაზიანებულია სტრატეგიული ობიექტები, ასევე ტელევიზიების შენობები. შეფერხებით მუშაობს მობილური კავშირგაბმულობა და ინტერნეტი. დაკეტილია ბანკები, რიგებია მაღაზიებთან. ქალაქის აეროპორტი მომიტინგეებისგან უკვე გათავისუფლებულია, თუმცა ყაზახეთიდან ფრენები მაინც შეფერხებით სრულდება. საწვავის გაძვირების გამო ქალაქ ჟანაოზენიდან დაწყებული მასობრივი პროტესტი მალევე მთელ ქვეყანას მოედო და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. მთავრობის გადაყენების მიუხედავად, ქვეყანაში პროტესტი მაინც არ ცხრება.