საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, დღეს პირველად შესრულდება რეისები ქალაქ აქტაუდან უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. უწყების ინფორმაციით,  საქართველოს მოქალაქეებს ორივე რეისით ელოდებიან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ საელჩო ამ დრომდე კონტაქტზეა ალმათიში დარჩენილ საქართველოს 8 მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი. მათ დამატებით დახმარებისთვის საელჩოს წარმომადგენლობისთვის აღარ მიუმართავთ. რაც შეეხება რეისებს ალმათიდან, უკვე მეოთხე დღეა ფრენები შეწყვეტილია და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეისების განრიგში დღეს ღამით ჩანიშნული ალმათის რეისიც უკვე გაუქმებულია.